პროექტები

საცხოვრებელი სახლი წავკისში
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წავკისში უნიკალური და გამოწვევე ბით
სავსე პროექტია. ნაკვეთის რთული, დამრეცი რელიეფის გამო, ჩვენი მთავარი
მიზანი იყო შენობის გარემოსთან მაქსიმალურად ჰარმონიული ინტეგრირება.
შედეგად, მივიღეთ ორ დონიანი სივრცითი გადაწყვეტა, რაც ქმნის ესთეტიკურ
და ფუნქციურ ბალანსს.

საცხოვრებელი სახლი დიღომში
თბილისში, დიღომი 7-ის დასახლებაში მდებარე ეს ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლი შექმნილია ახალგაზრდა თანამედროვე ოჯახისათვის,
რომლე ბიც კომფორტთან ერთად ფუფუნების შეგრძნებასაც ეძებდნენ.
სწორ რელიეფზე განთავსებული სახლი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას და
გააზრებულ დაგეგმარებას, რათა შეიქმნას მყუდრო და ელეგანტური საცხოვრებელი გარემო.

საცხოვრებელი ვილა წავკისში
წავკისში, თბილისის შემოგარ ენში მდებარე ეს თანამედროვე ვილა, რთულ რელიეფზეა აგებული, სახლი საპროექტო ტერიტორიის ყველაზე მაღალ წერტილზე არის განთავსებული, რამაც საშუალება მოგვცა შენობის ორიენტაცია პანორამული ხედებისკენ ყოფილიყო მიმართული, ალუმინის ვიტრაჟებიც ისეა განლაგებული, რომ სახლს მაქსიმალურად აქვს ბუნებრივ სინათლესთან წვდომა.
ჩვენ საზღვრების გადალახვის გვჯერა. სწორედ ასე ვქმნით ისეთ სივრცეებს, რომლებიც არამარტო დღევანდელ, არამედ მომავლის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს.
ჩვენი გუნდი მომართულია იმისკენ, რომ იდეები არქიტექტურულ შედევრებად ვაქციოთ.
ნოქსის პროექტები
ჩვენ ვცდებით საზღვრებს და ვქმნით სივრცეებს , რომლებიც არამარტო დღევანდელ, არამედ მომავლის საჭიროებებსაც აკმაყოფილებს.
ჩვენი გუნდი მომართულია იმისკენ, რომ იდეები არქიტექტურულ შედევრებად ვაქციოთ.












.png)
