top of page

ბაკურიანის სასტუმროს ფასადის დიზაინი

მასალები ისე შევარჩიეთ, რომ ისინი მაქსიმალურად მორგებოდა ადგილობრივ კლიმატს და ჰარმონიულად შერწყმოდა გარემოს. პირველი სართული მთლიანად ბუნებრივი ქვით არის დაფარული, რაც შენობას ბუნებრივად უკავშირებს მიწას და მას სიმძლავრეს მატებს.

ზედა სართულები ხის ტექსტურის მქონე კომპოზიტური პანელებით არის დაფარული, რომლებიც მეტალის შუალედური ჩარჩოებით არის გამოყოფილი და თანამედროვე კონტურებს ატარებს. მეტი ელეგანტურობისათვის შენობის აივნებზე ჩამონტაჟებულია ხის კოლონები და შავი მეტალის ბადე მოაჯირები.

სახურავის ფორმაც მთლიანად შევუსაბამეთ შენობას, ხოლო მის ძირებში დამონტაჟებულია ხის კოჭები და პანელები, რაც სითბოსა და სიმყუდროვის შეგრძნებას აჩენს. საბოლოოდ, შევძელით ისეთი ფასადის შექმნა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ბაკურიანის ლანდშაფტსა და კლიმატს.

მოკლე აღწერა

ამ პროექტში ჩვენი დავალება უკვე არსებული შენობის ფასადის განახლება იყო. პროცესი საკმაოდ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამავდროულად საკმაოდ საინტერესო გამოწვევაც აღმოჩნდა ჩვენთვის.

ლოკაცია

ბაკურიანი, საქართველო

მიწის ფართობი

n/a

კვ.მ

n/a

სართული

5

დასრულების თარიღი

2024

დამკვეთი

კონფიდენციალური

სერვისები

ფასადის დიზაინი

პროექტის გუნდი

დათა კაპანაძე, სანდრო ხაბელაშვილი

დაგვიკავშირდით

ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს

 

შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით

სასურველი სერვისი
არქიტექტურა
ინტერიერის დიზაინი
ქალაქგეგმარება
ინდივიდუალური მოთხოვნა
bottom of page