top of page
ღვინისა და განტვირთვის ოთახი

ჩვენს მიერ დაპროექტდა სივრცე, რომელიც კლასიკური ელემენტებითაა გამდიდრებული. ოთახში პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ღვინისა და სიგარის კედელია, რომელიც სივრცის ფუნქციაზე ამახვილებს ყურადღებას. ჭერსა და იატაკზე გამოყენებულია ხის ტექსტურა, ხოლო დახვეწილი კონტურების მისაღებად, მარმარილოს ელემენტებია განთავსებული.
საერთო განწყობის შესაქმნელად, კედლები მდიდრულ მწვანე ფერშია, რომელიც სივრცეში დამატებით კომფორტს ქმნის. შედეგად მივიღეთ მდიდრული და მყუდრო გარემო, რომლის მასალები, ფერები და დეტალები საგულდაგულოდა ა შერჩეული.
მოკლე აღწერა
სიგარისა და ღვინის ოთახი, რომელიც შექმნილია განტვირთვისა და დასვენებისთვის.
ლოკაცია
სოფელი კავთისხევი, საქართველო
