top of page

საცხოვრებელი სახლი დიღომში

სახლის პროექტირებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა მზის ოპტიმალურ
ორიენტაციაზე. ეს დეტალი განსაზღვრავს როგორც სახლის ენერგო-ეფექტურობას ასევე ბუნებრივი განათების სწორ განაწილებას ინტერიერში , რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას.

შენობის ფასადი გამოირჩევა დახვეწილი მასალების შეხამებით. ტრავერტინის ქვა ფასადის ძირითად ელემენტს წარმოადგენს, რაც მას მდგრად და ელეგანტურ იერს სძენს . დაუმუშავებელი ბუნებრივი ქვის მცირე დეტალები კი გარემოსთან ორგანულ კავშირს მატებს. ფასადზე და სახურავის ძირზე გამოყენებული ხის
პანელები სიმყუდროვისა და სითბოს შეგრძნება შემოაქვს, ხოლო შავი ლითონის აქცენტები
დიზაინს ელეგანტურობას და სიმკვეთრეს მატებს.

მთავარი ტერასა ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის შერწყმის იდეალური მაგალითია. მინის გადახურვა, რომელიც დამაგრებულია ლითონისა და ხის გამჭვირვალე კონსტრუქციაზე, იცავს სახლს წვიმისგან, თუმცა არ აკავებს მზის სხივებს. ტერასაზე ინტეგრირებულია გამწვანების ელემენტები, რომლებიც მეორე
სართულის მთავარ აივანზეც გვხდება.

ეს სახლი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურული ხედვის ნიმუშს, რომელიც არა მხოლოდ ჰარმონიულად ერწყმის გარემოს, არამედ უზრუნველყოფს კომფორტისა და ფუფუნების განცდას.

მოკლე აღწერა

თბილისში, დიღომი 7-ის დასახლებაში მდებარე ეს ინდივიდუალური
საცხოვრებელი სახლი შექმნილია ახალგაზრდა თანამედროვე ოჯახისათვის,
რომლებიც კომფორტთან ერთად ფუფუნების შეგრძნებასაც ეძებდნენ.

სწორ რელიეფზე განთავსებული სახლი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას და
გააზრებულ დაგეგმარებას, რათა შეიქმნას მყუდრო და ელეგანტური საცხოვრებელი გარემო.

ლოკაცია

თბილისი, საქართველო

მიწის ფართობი

500

კვ.მ

370 m2

სართული

2

დასრულების თარიღი

2024

დამკვეთი

კონფიდენციალური

სერვისები

არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი

პროექტის გუნდი

დათა კაპანაძე, სანდრო ხაბელაშვილი

დაგვიკავშირდით

ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს

 

შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით

სასურველი სერვისი
არქიტექტურა
ინტერიერის დიზაინი
ქალაქგეგმარება
ინდივიდუალური მოთხოვნა
bottom of page