top of page

საცხოვრებელი სახლი წავკისში

უკანა ეზო სრულად იზოლირებულია ქუჩის მხრიდან , რაც მაცხოვრებლებისთვის მყუდრო და დაცულ გარემოს ქმნის. მთავარი შესასვლელი საფეხურებით უკანა ეზოს დონეზე ავწიეთ, რათა ტერასიდან აუზის ზონაში გადასვლა ბუნებრივად და კომფორტულად მომხდარიყო. ამგვარად, შევქმენით ორი ძირითადი დონე – შესასვლელის მხარე და უკანა ეზო, რომლებიც გონივრული დაგეგმარებით ერთმანეთთან ინტეგრირდება.

არქიტექტურული კონცეფციის ფორმირებისას ჩვენი მიზანი იყო თანამედროვე და გამორჩეული დიზაინის შექმნა. შენობის გეგმარებამ საწყის ეტაპზევე განსაზღვრა მისი დინამიკური ფორმები, რომლებიც საბოლოოდ ვიზუალურად მიმზიდველი და საინტერესო გამოვიდა. ფასადზე შერჩეული მასალები, ხის პანელები და კერამიკული ფილა, სახლს სითბოსა და ელეგანტურობას სძენს, ხოლო შავი მეტალის ჩანართები თანამედროვე იერსახეს აძლიერებს, ქმნის ფერებისა და ტექსტურის ჰარმონიულ კომბინაციას.

მიუხედავად ტერიტორიის კომპაქტურობისა, ეზოს მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. სახლის გარშემო მეტალის ჩარჩოებში ჩამაგრებული საყვავილეები განვათავსეთ, რომლებიც აუზის ზონას მეტ სიმყუდროვესა და ბუნებრივ ჰარმონიას სძენს.

საბოლოოდ, ეს პროექტი წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის საუკეთესო მაგალითს, სადაც მასალების ჰარმონიული შერწყმა და ფუნქციური დაგეგმარება გამორჩეულ დიზაინთან ერთად ქმნის უნიკალურ საცხოვრებელ გარემოს.

მოკლე აღწერა

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წავკისში უნიკალური და გამოწვევებით
სავსე პროექტია. ნაკვეთის რთული, დამრეცი რელიეფის გამო, ჩვენი მთავარი
მიზანი იყო შენობის გარემოსთან მაქსიმალურად ჰარმონიული ინტეგრირება.
შედეგად, მივიღეთ ორ დონიანი სივრცითი გადაწყვეტა, რაც ქმნის ესთეტიკურ
და ფუნქციურ ბალანსს.

ლოკაცია

თბილისი, სოფელი წავკისი

მიწის ფართობი

420 მ2

კვ.მ

360 მ2

სართული

3

დასრულების თარიღი

2024

დამკვეთი

კონფიდენციალური

სერვისები

არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი

პროექტის გუნდი

დათა კაპანაძე, სანდრო ხაბელაშვილი

დაგვიკავშირდით

ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს

 

შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით

სასურველი სერვისი
არქიტექტურა
ინტერიერის დიზაინი
ქალაქგეგმარება
ინდივიდუალური მოთხოვნა
bottom of page