საცხოვრებელი სახლი ლისზე
დიზაინში დიდი ყურადღება მივანიჭეთ განათებას, მიზანი კი მაქსიმალურად ნათელი სახლის შექმნა იყო. შენობის განლაგება და მასალების სწორად შერჩევა ზრდის როგორც ინტერიერის ხილვადობას, ასევე ენერგოეფექტურობას.
ფასადი დიზაინის თანამედროვე ელემენტებსა და ბუნებრივ გარემოს შორის ჰარმონიის იდეალური მაგალითია: ღია ფერის ხისა და ტრავერტინის ქვის ფილები ერთმანეთს მარტივად ერწყმის, რაც ექსტერიერში თანამედროვე, დახვეწილ ეფექტს იძლევა. ფასადში გამოყენებული ხის საჩრდილობელი ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, მდგრად და ენერგოეფექტურ დიზაინსაც უზრუნველყოფს, ხოლო აივნებზე და სახლის გარშემო არსებული გამწვანება ბუნებრივ ატმოსფეროს ეხმიანება.
სახლის ეზოში აუზია განთავსებული, რაც კომფორტული დასასვენებელი სივრცის შექმნის გარდა, დიზაინის მნიშვნელოვან შემავსებლად იქცა.
თანამედროვე და ენერგოეფექტური ელემენტების შერწყმით იქმნება კომფორტული, დახვეწილი და მდგრადი საცხოვრებელი სივრცე.
მოკლე აღწერა
თბილისში, ლისის ტბასთან ახლოს, მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი სწორ რელიეფზეა განთავსებული.
ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო, მობინადრეებისთვის კომფორტული და მშვიდი გარემოს შექმნა.
ლოკაცია
ლისი, თბილისი, საქართველო
მიწის ფართობი
1000მ2
კვ.მ
470მ2
სართული
2
დასრულების თარიღი
2023
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, მშენებლობა
პროექტის გუნდი
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
დაგვიკავშირდით
ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით