საცხოვრებელი ვილა წავკისში
ეს ვილა არის იმის მაგალითი თუ რამდენად ბუნებრივად შეიძლება თანამედროვე არქიტექტურის მორგება, რთულ რელიეფთან. შავი კომპოზიტური პანელების, ნაცრისფერი კერამიკული ფილების და ხის მოპირკეთების გამოყენებით, შევქმენით დიზაინი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ელეგანტურობას, ბუნებრივ სილამაზესთან.
პირველი და მეორე სართულის ტერასები , ორიენტირებულია ხედებისკენ და გადაჰყურებს ტერასულად განთავსებულ ბაღს , რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს ქმნის მაცხოვრბლებისათვის. მინით დაფარული გამჭვირვალე ლითონის სახურავი საშუალებას იძლევა, რომ სამზარეულოდან გამომავალ, ტერასაზე მზის სინათლე შემოვიდეს, რაც ბუნებრივ ატმოსფეროს მატებს.
სწორად შერჩეული მასალებით, ფართო ტერასებით და ულამაზესი რელიეფური ბაღით, წავკისის ვილა მაგალითია ელეგანტურობას, ფუნქციურობას და ჰარმონიას, თანამედროვე არქიტექტურით.
მოკლე აღწერა
წავკისში, თბილისის შემოგარენში მდებარე ეს თანამედროვე ვილა, რთულ რელიეფზეა აგებული, სახლი საპროექტო ტერიტორიის ყველაზე მაღალ წერტილზე არის განთავსებული, რამაც საშუალება მოგვცა შენობის ორიენტაცია პანორამული ხედებისკენ ყოფილიყო მიმართული, ალუმინის ვიტრაჟებიც ისეა განლაგებული, რომ სახლს მაქსიმალურად აქვს ბუნებრივ სინათლესთან წვდომა.
ლოკაცია
თბილისი, საქართველო
მიწის ფართობი
1700მ2
კვ.მ
550მ2
სართული
3
დასრულების თარიღი
2021
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი
პროექტის გუნდი
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
დაგვიკავშირდით
ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით