საცხოვრებელი სახლი წყნეთში
ქანობიანი სახურავების შიდა მხარე მოპირკეთებულია ხის პანელებითა და რიგელებით. Პანელები ასევე გვხვდება ფასადზე, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის ბეტონის დეკორატიული ფილები. მთავარი ტერასის გადახურვა შავი ლითონის და ხის ელემენტებით არის გადაწყვეტილი, რომელიც გამჭვირვალეა და შუშის დახმარებით იცავს მაცხოვრებლებს წვიმისაგან, დამატებით კი, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, საინტერესო შუქჩრდილებს ქმნის.
ტერასაზე ასევე განთავსებულია მეტალითა და ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ბუხარი, რომელიც გარემოს სიმყუდროვეს სძენს. ეზოში ჩასასვლელი კიბეებით კი ვხვდებით აუზის სივრცეში, რომელიც ასევე ორიენტირებულია ხედებისაკენ.
პროექტზე მუშაობისას ჩვენი მიზანი იყო მიგვეღო მაქსიმალურად არასტანდარტული და საინტერესო არქიტექტურა, თანამედროვე ელემენტებით, რომელიც მაცხოვრებლებისთვის კომფორტული იქნებოდა, სტუმრებს კი დასამახსოვრებელ გამოცდილებას შეუქმნიდა.
მოკლე აღწერა
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი წყნეთში, განსაკუთრებული არქიტექტურით გამოირჩევა.
Სახლი ხევის ნაპირზე მდებარეობს, და მისი ღიობებიდან იშლება ულამაზესი ხედები და სივრცეები.
ლოკაცია
წყნეთი, საქართველო
მიწის ფართობი
500მ2
კვ.მ
330მ2
სართული
2
დასრულების თარიღი
2021
დამკვეთი
კონფიდენციალური
სერვისები
არქიტექტურა
პროექტის გუნდი
დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე
დაგვიკავშირდით
ერთად ვაქციოთ თქვენი ჩანაფიქრი რეალობად, შევქმნათ სივრცე, რომელიც გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს
შეავსეთ საკონტაქტო ფორმა და უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით