top of page

საცხოვრებელი ვილა წავკისში

ეს ვილა არის იმის დასტური თუ რამდენად ბუნებრივად შეიძლება თანამედროვე არქიტექტურის მორგება, რთულ რელიეფთან. შავი კომპოზიტური პანელების, ნაცრისფერი კერამიკული ფილების და ხის მოპირკეთების გამოყენებით, შევქმენით დიზაინი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ელეგანტურობას, ბუნებრივ სილამაზესთან.

პირველი და მეორე სართულის ტერასები , ორიენტირებულია ულამაზესი ხედებისკენ და გადაჰყურებს ტერასულად განთავსებულ ბაღს , რაც კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს უქმნის მაცხორვებლებს. მინით დაფარული გამჭვირვალე ლითონის სახურავი საშუალებას იძლევა, რომ სამზარეულოდან გამომავალ, ტერასაზე მზის სინათლე შემოვიდეს, რაც ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნის.

გააზრებულად შერჩეული მასალებით, ფართო ტერასებით და ულამაზესი რელიეფური ბაღით, წავკისის ვილა განასახიერებს ელეგანტურობას, ფუნქციურობას და ჰარმონიას, თანამედროვე არქიტექტურით.

Summary

წავკისში, თბილისის შემოგარენში მდებარე ეს თანამედროვე ვილა, რთულ რელიეფზეა აგებული, სახლი საპროექტო ტერიტორიის ყველაზე მაღალ ადგილზე არის განთავსებული, რამაც საშუალება მოგვცა შენობის ორიენტაცია პანორამული ხედებისკენ ყოფილიყო მიმართული, ალუმინის ვიტრაჟებიც ისეა განლაგებული, რომ სახლს მაქსიმალურად აქვს ბუნებრივ სინათლესთან წვდომა.

Location

თბილისი, საქართველო

Site Area

1700მ2

SQM

550მ2

Storeys

3

Completion Year

2021

Client

კონფიდენციალური

Service

არქიტექტურა, ლანდშაფტის დიზაინი

Project Team

დათა კაპანაძე, მარიამ ქავთარაძე

Contact us

Let's turn your vision into reality together and create a space that expresses your individuality.

Fill out the contact form, and we will get in touch with you shortly.

Service
Architecture
Interior Design
Urban Planning
Individual Request
bottom of page